გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ტაბატაძემ დებიუტი გოლით აღნიშნა

გააზიარეთ

ლა ლიგა 2-ის მესამე ტურში იური ტაბატაძის დებიუტი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. კადისმა ალბასეტე 2:1 დაამარცხა, ხოლო გადამწყვეტი გოლის ავტორი ქართველი თავდამსხმელი გახდა.

21 წლის ტაბატაძემ ესპანურ კლუბში სულ რამდენიმე დღის წინ გადაინაცვლა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 86-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, ხოლო დამატებულ დროში, მესამე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

იურიმ მეტოქის მცველის უხეში შეცდომა გამოიყენა, სწრაფად შეტევაში გადავიდა და მეკარესთან პირისპირ დარტყმული ზუსტად შეასრულა. ამ გოლით კადისი ტურში მორიგ სამ ქულას დაეუფლა და ჯამში 7 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა.

მომდევნო შეხვედრას ანდალუსიური კლუბი 7 სექტემბერს ჩაატარებს – სტუმრად სოსიედადის მეორე გუნდთან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები