გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ტორპედომ ათკაციანი სამგურალი გაანადგურა

გააზიარეთ

ქუთაისის ტორპედომ ეროვნული ლიგის 24-ე ტურში წყალტუბოს სამგურალი გამანადგურებელი ანგარიშით, 6-2 დაამარცხა.

ქუთაისელებმა ანგარიში მატჩის დასაწყისშივე ჩერიფის გოლით გახსნეს, თუმცა ფანცულაიამ პენალტით ანგარიში გაათანაბრა, პირველი ტაიმი კი ფრედ დასრულდა.

ყველაფერი მეორე ტაიმში შეიცვალა, ჯერ ფელიპე პირესის გოლით, შემდეგ კი ბასილაძის ჰეთთრიკით ანგარიში გამანადგურებელი გახდა, რასაც წერტილი ზიტამ დაუსვა.

სამგურალის მხრიდან მეორე გოლიც ფანცულაიამ მიითვალა.

24 ტურის შემდეგ ტორპედო მეოთხე ადგილზეა, სამგურალი კი მეშვიდე პოზიციაზეა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი