გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ტრავმის გამო ჩაშლილი ტრანსფერი – საზონოვი გერმანიასთან ახლოს იყო

გააზიარეთ

საბა საზონოვის კარიერის განვითარებას ტრავმები სერიოზულად აფერხებს. ქართველმა მცველმა ტორინოში გადასვლიდან მალევე მძიმე ტრავმა მიიღო, ხოლო ცოტა ხნის წინ დასრულებულ 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საფრანგეთთან მატჩში კვლავ დაზიანდა.

Tuttosport იტყობინება, რომ საზონოვი საფრანგეთთან მიღებულ ტრავმამდე კაიზერსლაუტერში ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო, ხოლო დაზიანებამ გარემოებები ძალიან შეცვალა.

როგორც ირკვევა, მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად ბოლო ეტაპზე იყო, თუმცა ტრავმის გამო მეორე ბუნდესლიგის ბინადარმა ტრანსფერზე უარი თქვა.

საზონოვის ტრავმა ძალიან სერიოზულიც არ აღმოჩნდა, საბა კი ახალი სეზონისთვის მზადებას ტორინოში დაიწყებს,  რომელსაც მარკო ბერონის სახით ახალი მწვრთნელი ჰყავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები