გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ხვიჩაზე ძვირი – რა დაუჯდებათ სხვა გუნდებს ქოჩორაშვილის ტრანსფერი

გააზიარეთ

ლისაბონის სპორტინგმა გიორგი ქოჩორაშვილი ოფიციალურად წარადგინა, ის ახალი სეზონიდან პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონის ნახევარმცველი იქნება.

ლევანტედან ქოჩორაშვილის ტრანსფერი ლისაბონურ გუნდს 5,5 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო, როგორც ჩანს, მომავალი ტრანსფერისთვის სპორტინგმა თადარიგი დაიჭირა.

კერძოდ, როგორც ირკვევა, კონტრაქტის მიხედვით ქოჩორაშვილის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევრო იქნება, რაც იმაზე ძვირია, ვიდრე ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი დაჯდა პსჟ-ში.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქოჩორაშვილის ტრანსფერი აუცილებლად 80 მილიონი უნდა დაჯდეს, მოლაპარაკებების საფუძველზე შეიძლება ფასმა დაიწიოს, თუმცა თუ რომელიმე კლუბი გამოსასყიდ თანხას გადაიხდის, გიორგის გაფორმება ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე შეეძლება.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები