გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

უზბეკეთი მსოფლიოზე – მესხი მწვრთნელი ისტორიას ქმნის

გააზიარეთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი დებიუტანტი გვეყოლება – უზბეკეთის ეროვნული ნაკრები! 6 ივნისს, ისტორიული მიზანი ოფიციალურად შესრულდა – ტაშკენტელებმა კატარის საგზური გაინაღდეს.

უზბეკეთს გადამწყვეტ შეხვედრაში ფრეც ყოფნიდა, რაც წარმატებით შეძლეს – სტუმრად 0:0 არაბთა გაერთიანებულ ემირატებთან და მსოფლიო ჩემპიონატისაკენ კარი საბოლოოდ გაიხსნა!

უზბეკეთის ნაკრებს  43 წლის თემურ კაპაძე თავკაცობს – წარმოშობით თურქი მესხი, რომლის წინაპრებიც საქართველოდან, ომის პერიოდში შუა აზიაში გადაასახლეს. კაპაძე – რეალურად გვარად კოპაძეა, რაც მაშინდელმა სისტემამ შეცვალა.

თავად თემურ კაპაძე უზბეკეთის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეა – ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 119 მატჩი, 10 გოლი და არაჩვეულებრივი საკლუბო კარიერა. კაპაძე 13-გზის ეროვნული ჩემპიონია – 12-ჯერ უზბეკეთში (ბუნიოდკორი, ფახთაქორი, ლოკომოტივი, ნეფტიანიკი), ერთხელ კი ყაზახეთის ლიგაში.

საინტერესო დეტალია, რომ იგი იმ პერიოდში თამაშობდა, როცა ტაშკენტის ბუნიოდკორი ბრაზილიური ვარსკვლავებით იყო გაჯერებული – კლუბში რივალდოც ირიცხებოდა, ხოლო თავკაცებად ლეგენდარული ლუიზ ფელიპე სკოლარი და ზიკო მუშაობდნენ. კაპაძეს სწორედ მათთან ერთად მოუწია მუშაობა – რივალდოს გვერდით თამაშობდა, ხოლო ზიკო და სკოლარი წვრთნიდნენ.

შუა აზიის რესპუბლიკებიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყველაზე სტაბილური და წარმატებული ნაკრები სწორედ უზბეკეთია. საბჭოთა პერიოდში მათი სიმბოლო ტაშკენტის ფახთაქორი იყო.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი