გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ყველა ლიმასოლში – ელადელების საბოლოო 12

გააზიარეთ

რაღა დარჩა. ორიოდ დღეც და ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრები პირველ მატჩში ესპანეთს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, ქართველი კალათბურთელების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე პირენეელთა გარდა იტალიის, საბერძნეთის, მასპინძელი კვიპროსის და ბოსნიის ეროვნული გუნდები იქნებიან.

ჰოდა, ცნობილი გახდა ელადელთა საბოლოო 12 კაციანი შემადგენლობაც. ბერძენთა მთავარ მწვრთნელს ვასილის სპანულისისს ლიმასოლში  უძლიერესი კალათბურთელები ეყოლება. მის განკარგულებაში იქნებიან:

კოსტას სლუკასი, დიმიტრიოს კაციველისი, ვასილის ტოლიოპულოსი, იანის ანტენტოკუმპო, თანასის ანტენტოკუმპო, კოსტა ანტენტოკუმპო, ალექსანდროს სამოდუროვი, დინოს მოტოღლუ, იანულის ლარენძაკისი, ტაილერ დორსი, კოსტას პაპანიკოლაუ და პანაიოტის კალაიცაკისი.

ვერაფერს ვიტყვით, მართლაც რომ შთამბეჭდავი შემადგენლობაა. ეჭვგარეშეა, რომ ბერძნები ევრობასკეტზე მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ.

ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი ელადელებს 31 აგვისტოს ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში დაუპირისპირდებიან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი