გამოგვიწერეთ

ავტოსპორტი

უკვე ოფიციალურად — კადილაკის ორივე პილოტის ვინაობა ცნობილია

გააზიარეთ

მიმდინარე წლის მარტში გაირკვა, რომ 2026 წლიდან ფორმულა 1-ს ახალი გუნდი — კადილაკი შეუერთდება. ამ ინფორმაციის გასაჯაროებისთანავე დაიწყო სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნებოდა კადილაკის საჭესთან სადებიუტო სეზონში.

როგორც გაირკვა, ამერიკული გუნდის მრბოლელები მერსედესის სარეზერვო პილოტი, ვალტერი ბოტასი და რედ ბულის ყოფილი პილოტი, სერხიო პერესი იქნებიან.

“მათ ყველაფერი ნახეს და იციან, რა არის საჭირო ფორმულა 1-ში წარმატების მისაღწევად. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მათ ესმით, თუ რას ნიშნავს გუნდის შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანა.” — განაცხადა კადილაკის გუნდის ხელმძღვანელმა, გრემ ლოუდონმა.

ორივე ვეტერანს ჯამში 527 გრან პრიში აქვს მონაწილეობა მიღებული და აქედან 16-ჯერ აქვთ გამარჯვება მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ ორივე პილოტი ჩემპიონ გუნდებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ავტოსპორტი