გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

უხვგოლიანი დრამა გერმანიაში – ესპანეთი ფინალშია

გააზიარეთ

ერთა ლიგის მეორე ფინალისტი უხვგოლიან 1/2 ფინალში გაირკვა – ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ფრანგებს 5-4 სძლიეს.

ერთი შეხედვით, მატჩი არ უნდა დაძაბულიყო, ესპანეთი მთელი თამაშის განმავლობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა და ოთხბურთიანი უპირატესობაც ჰქონდა, თუმცა ყველაფერი მატჩის მიწურულს შეიცვალა.

79-ე წუთზე რაიან ჩერკიმ გაიტანა, 84-ე წუთზე ესპანელებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში რანდალ კოლო მუანიმ სხვაობა სულაც მინიმუმამდე შეამცირა. მიუხედავად ამისა, დიდიე დეშამის გუნდს მატჩის გადასარჩენად დრო არ ეყო.

ფინალში ესპანეთს პორტუგალიის დამარცხება მოუწევს, რომელმაც გუშინ გერმანიას მინიმალური სხვაობით სძლია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები