გამოგვიწერეთ

Uncategorized

ფარერების მწვრთნელი თამაშით კმაყოფილი და შედეგით უკმაყოფილოა

გააზიარეთ

 

ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებთან 0:1 დამარცხების შემდეგ, კომენტარი ფარერების კუნძულების ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ეიდუნ კლაკსტეინმა გააკეთა:

 

“მშვენიერი მოსამზადებელი მატჩი გამოგვივიდა. შანსი ახალ მოთამაშეებს მივეცით და მათ თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს. უფრო გახსნილი თამაში იყო, ვიდრე ველოდით. ზოგიერთი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ისეთი შეცდომა, რაც გოლის გაშვების დროს დავუშვით, საქართველოს დონის მეტოქესთან ყოველთვის დასჯადია.

 

საუკეთესო შემადგენლობა არც ჩვენი ყოფილა. ტაქტიკურად ბევრი ახალი რამ გამოვცადეთ. დაცვას იმდენ ყურადღებას არ ვაქცევდით და პრესინგსა და შეტევას ვცდილობდით. გიორგი ლორიამ გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა და დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით”.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად Uncategorized