გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ფერან ტორესი კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდა

გააზიარეთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩის გმირი ფერან ტორესი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. ესპანელმა ფორვარდმა პარიზელებყან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პსჟ-ს ხელმძღვანელობამ ფერან ტორესის სანაცვლოდ, ბარსელონას 50 მილიონი ევრო გადაუხადა.

ფერან ტორესმა პროფესიული საფეხბურთო კარიერა ვალენსიაში დაიწყო.იგი ჯერ მეორე გუნდში გამოდიოდა. 2017 წელს კი ლა ლიგაში მისი დებიუტი შედგა. 2020-2022 წლებში ფერან ტორესი მანჩესტერ სიტის ღირსებას იცავდა. მან სიტისთან ერთსდ ინგლისის ჩემპიონობა იზეიმა. უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი ჩელსისთან დამარცხდა.
ტორესმა 2022–2026 წლები კატალონიურ ბარსელონაში გაატარა..მან ამ კლუბის მაისურით 140 შეხვედრა ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. ფერან ტორესმა ბარსელონაში სამჯერ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. თითოჯერ კი ესპანეთის თასი და სუპერთასი აღმართა.

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ფერან ტორესს 65 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 25 გოლი გატანილი, მათ შორის 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრების კარში.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ტრანსფერები