გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძე ორლანდოს 12 ქულით დაეხმარა

გააზიარეთ

NBA-ს რეგუარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში ორლანდო მეჯიქმა საკუთარ მოედანზე მილუოკი ბაქსი 107:99 დაამარცხა, რაშიც საკუთარი წვლილი გოგა ბითაძემაც შეიტანა.

ქართველმა ცენტრმა თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მაგრამ მოედანზე 17:53 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს 12 ქულა, 4 მოხსნა, თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება შესძინა. გოგამ 100-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა: ხუთივე ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის დროს კი, ორლანდომ მეტოქეზე 19 ქულით მეტი ჩააგდო, რაც გუნდში მესამე მაჩვენებელი იყო.

ამ გამარჯვების შემდეგ ორლანდოელები ხუთი მოგებითა და შვიდი მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზე არიან, მომდევნო მატჩს კი, სტუმრად, კონფერენციის ლიდერ ბოსტონთან ითამაშებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად კალათბურთი