
საქართველოს ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩს უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს.
თამაშამდე ერთი დღით ადრე რამაზ სვანაძის გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე 26 ფეხბურთელით ივარჯიშა. ვირუსის გამო საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია სანდრო ალთუნაშვილს, რომელიც უახლოეს მატჩებს გამოტოვებს.
მატჩისწინა ვარჯიშის დაწყებამდე მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უპასუხა.
რამაზ სვანაძე:
„რა თქმა უნდა, შედეგი, როგორც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. ნებისმიერი დადებითი შედეგი და განსაკუთრებით გამარჯვება ყოველთვის აადვილებს იმ გზას, რომელიც ავირჩიეთ. მჯერა, რომ დროთა განმავლობაში ჩვენი თამაში კიდევ უფრო დაიხვეწება, მაგრამ ამისთვის ფსიქოლოგიური ფაქტორები აუცილებელია, რასაც ყველაზე მეტად სწორედ გამარჯვება აყალიბებს. ხვალინდელ შეხვედრაში მაქსიმუმს გავაკეთებთ დადებითი შედეგის მისაღწევად…
გვქონდა მცირე პრობლემები, რამდენიმე ფეხბურთელს გარკვეული დღეები გაუცდა, მაგრამ გუშინდელი ვარჯიშიდან მოყოლებული, ალთუნაშვილის გამოკლებით, ყველა მზად არის. მიუხედავად დიდი დანაკლისისა, გვყავს ძალიან კარგი შემტევები და გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ ამ ყველაფრის საკუთარ თავზე აღება…
რაც შეეხება ბოლო მატჩებს, არ ვთვლი, რომ წარუმატებლობა მხოლოდ ერთი კონკრეტული მხარის ბრალი იყო ან ვინმე რამეს აკლებდა. ფეხბურთში აღმართს დაღმართი ხშირად მოსდევს. რთულ გზას გავდივართ, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენი შემართებითა და საუბრებით, იქნება ეს მენტალური თუ ტაქტიკური კუთხით, სიტუაციას ძალიან მალე დავალაგებთ. ამ პროცესს ხვალინდელი თამაშიდანვე დავიწყებთ და მთელი გუნდი სწორედ ასეა განწყობილი“.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზტეპე, თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა (დინამო ბთ);
მცველები: საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ივა გელაშვილი (კლუჟი, რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა, ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია, უკრაინა), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა);
ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო, MLS), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბთ), გიორგი მოისწრაფეშვილი (სპარტაკი, სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო, ესპანეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა);
თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი).
ოთხი ტურის შემდეგ, ჯგუფს რვა ქულით ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს; შვიდი ქულით მეორე ადგილზე უნგრეთია; მესამე უკრაინაა – ოთხი ქულა; საქართველოს ორი ქულა აქვს და ბოლოა.
საქართველო-უნგრეთის მატჩი 14 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.
იხილე მეტი
-
სანაკრებო ტურნირები
/ 1 საათის agoრამაზ სვანაძე: შედეგი მნიშვნელოვანია
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩს უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს. თამაშამდე ერთი დღით...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 9 საათის agoბორჯღალოსნების საიუბილეო შემადგენლობა
გააზიარეთ14 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 37-წლიან ისტორიაში თავის მე-300 ოფიციალურ მატჩს ითამაშებს. მსოფლიო რაგბის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 12 საათის agoბუდუ ზივზივაძე: ჯგუფში ადგილს მნიშვნელობა აქვს
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები ნოემბრის სანაკრებო პაუზის პირველ შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს. მადიარებს 14 ნოემბერს, მიხეილ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი