გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ფინალი მარადიულ ქალაქში

გააზიარეთ

როლან გაროსის დასრულების შემდეგ, მიმდინარე სეზონში საგრუნტო შეჯიბრებებიც თითქოს დაიხურა, მაგრამ WTA-ს და ATP-ის კალენდარში აქა-იქ თიხის ტურნირები კიდევ შემორჩა. ერთ-ერთი ასეთი კი რომის ჩელენჯერია, სადაც ჩვენებური ეკატერინე გორგოძე ასპარეზობს.

ქართველმა ჩოგბურთელმა ერთეულთა თანრიგში გამოსვლა ადრეულ ეტაპზევე, რეიტინგის 276-ე ნომერთან იტალიელ კატერინა გრანტთან 1/8 ფინალში მარცხით დაასრულა, თუმცა წყვილთა შორის იყოჩაღა და ფინალშიც გააღწია.

ეკატერინე გორგოძის მეწყვილე აღნიშნულ ჩელენჯერზე ლატვიელი დარია სემენისტაა. ქართულ-ლატვიურ დუეტს ფინალში გასასვლელად ორი მატჩის მოგება დასჭირდათ, ტიტულისთვის ბრძოლა კი ტაივანელების წყვილთან ისენ და სუან ჩოაებთან მოუწევთ.

ფინალური დაპირისპირება 19 ივლისს 22:00 საათზეა ჩანიშნული.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი