გამოგვიწერეთ

ნაკრები

ფუტსალის ნაკრები ევროპას მიუახლოვდა

გააზიარეთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი ოფის პირველ მატჩში სლოვაკეთის ნაკრებს უმასპინძლა, 4:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა თამაშის დასაწყისში ცოტა გვანერვიულა და მეკარე ბუკიას რამდენიმე რთული ბურთის მოგერიება მოწია. თუმცა, ჩვენებმა მალე დაალაგეს თამაში, რამაც სასურველი შედეგი გამოიღო. პირველ ტაიმში არჩილ სებისკვერაძემ გაიტანა, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ჩიმაკაძემ მეორეც მიამატა და უპირატესობა კომფორტული გახდა. ასისტენტობა შოთა თოფურიამ და გიორგი ღავთაძემ გაწიეს.

ამის შემდეგ სლოვაკეთი გააქტიურდა და ერთი გოლი გაქვითა. მატჩის დამთავრებამდე 15 წუთი რჩებოდა და გოლის გატანას უფრო საქართველო ცდილობდა და დაუფასდა: ჯერ იმავე სებისკვერაძემ შეაგდო ჯარიმა, მაგრამ მეტოქის მეკარის წვილილიც დიდი იყო; მერე შოთა თოფურიამ დაასრულა კარგი შეტევა.

საბოლოოდ, 4:1 და საქართველო საპასუხო მატჩისთვის კარგი განწყობით გაემართება. სლოვაკეთში გუნდები 23 სექტემბერს ითამაშებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები