გამოგვიწერეთ

ქალთა ფეხბურთი

ქალთა ნაკრებს ორივე მოგება სჭირდება

გააზიარეთ

საქართველოს ქალთა ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის დასკვნით მატჩებს გამართავს. ირის ანტმანის გუნდს დაწინაურების შანსი აქვს, მაგრამ საამისოდ დარჩენილი ორივე თამაშის მოგება სჭირდება.

თამაშები კი, უშუალო კონკურენტებთან ელის: ჩვენი გუნდი 30 მაისს ანდორას ესტუმრება, ხოლო 3 ივნისს მიხელ მესხი 2-ზე კვიპროსს უმასპინძლებს.

სადღეისოდ ჯგუფში ასეთი სიტუაციაა: ოთხი ტურის შემდეგ მალტას 9 ქულა აქვს; კვიპროსი 7 ქულით მეორეა; ანდორას 4 ქულა აქვს და მესამეზეა; საქართველოს ნაკრები კი, 3 ქულით მეოთხე ადგილზეა.

რა შანსი აქვს საქართველოს? 30 მაისს კვიპროსი ესტუმრება მალტას და არ უნდა მოიგოს, ხოლო ჩვენებმა ანდორა დაამრცხონ. მერე უკვე ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება, როდესაც კვიპროსს ვუმასპინძლებთ.

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები თბილისში შეიკრიბა და სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ემზადება. ანტმანის განკარგულებაში 24 ფეხბურთელია. თუმცა, ანდორასთან, ყვითელი ბარათების სიჭარბის გამო, თეონა ბაქრაძე დაგვაკლდება.

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (სამეგრელო), სვეტლანა გაბელაია (ნიკე-ლუსო);

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი, სოფო ნარსია, სალომე გასვიანი, ელენე ენჯიბაძე (ყველა ნიკე-ლუსო), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), მარიამ კალანდაძე, ნინო ჩხარტიშვილი, ანი აკობიძე (ყველა ლანჩხუთი);

ნახევარდაცვა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ნათია დანელია, ლიზი მწყერაშვილი, ირინა ხაბურზანია (ყველა ნიკე-ლუსო), ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), ანანო წიქარიძე, ტატიანა მატვეევა (ორივე ლანჩხუთი), კესო მეტონიძე (რაჭა), ნათია ჯოჯუა (ელიტა);

თავდასხმა: მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), თინათინ ამბალია (კვარტალი), თეონა ბაქრაძე (ნიკე-ლუსო), ანასტასია ბოლქვაძე (ლანჩხუთი).

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ქალთა ფეხბურთი