გამოგვიწერეთ

Uncategorized

ქუთაისი საქართველოს ჩემპიონია

გააზიარეთ

ქუთაისი საქართველოს ჩემპიონია… კოტე ტუღუშის გუნდი ზედიზედ მეორედ გახდა სუპერლიგის გამარჯვებული. რიონისპირელებმა ფინალური სერიის ბოლო, მეხუთე მატჩში თსუ დაამარცხეს.

სერიის საწყისი ორი მატჩი ქუთაისში თსუ-მ მოიგო. სამაგიეროდ, ტუღუშის შეგირდებმა თბილისში იმძლავრეს და სერია იმერეთში დააბრუნეს. ქუთაისის სავსე დარბაზი ტიტულის მოლოდინში იყო და გუნდმაც იმედები არ გაუცრუა.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ჩემპიონატში 0:2-დან სერიის ჩამორჩენა აქამდე მხოლოდ ვითას ამოუქაჩია. ეს მოხდა 1997 წელს, როდესაც ვითამ რუსთავს მოუგო.

დაძაბული მხოლოდ პირველი მეოთხედი იყო, რომელიც სტუმრებმა მოიგეს – 23:21. მეორე მეოთხედიდან მოყოლებული მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო და დიდი შესვენების წინ თავად იგებდა – 45:38. მესამე მეოთხედში მასპინძლებმა უპირატესობას ქულა მიუმატეს, მაგრამ მეოთხე მეოთხედის შუაში სხვაობა 17 ქულა გახდა და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. დარჩენილ დროში თსუ მხოლოდ სხვაობის მცირედით შემცირებას ახერხებდა და მოედანზე ვითარება აღარ დაძაბულა.

მასპინძელთაგან ბომბარდირი გიორგი კორსანტია გახდა – 30 ქულა, 10 მოხსნა, მაგრამ სარგებლიანობის ინდექსით კაპიტანმა აკაკი დვალიშვილმა აჯობა – 23 ქულა, 14 მოხსნა.

ეს ქუთაისელთა მეორე ტიტულია მიმდინარე სეზონში. რიონისპირელებმა თასის ფინალშიც თსუ დაამარცხეს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად Uncategorized