გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ქართველები შეცვლებზე და სკამზე

გააზიარეთ

ლა ლიგაში მერვე ქართველი ვიხილეთ – გიორგი წიტაიშვილმა რაიო ვალეკანოს მაისურით სადებიუტო მატჩი იქაური ჩემპიონატის მეოთხე ტურში ითამაშა. მადრიდელებმა სანტანდერის რასინგს უმასპინძლეს და 3:2 დაამარცხეს.

იყო შანსი „ქართული დერბი“ გვეხილა, მაგრამ სტუმართა მწვრთნელმა, ხოსე ლოპესმა გიორგი გულიაშვილი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

წიტაიშვილი მოედანზე 74-ე წუთზე შევიდა. ამ დროისთვის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო. როგორც გითხარით, წიტაიშვილი გახდა მერვე ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში ითამაშა. მანამდე ეს გიორგი დემეტრაძემ, შოთა არველაძემ, გიორგი ქოჩორაშვილმა, გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი მიქაუტაძემ, საბა საზონოვმა და გიორგი გულიაშვილმა მოახერხეს.

რასინგი და რაიო 4-4 ქულით სატურნირო ცხრილში მე-11 და მე-12 ადგილებს იკავებენ. მე-5 ტურში, გიორგი გულიაშვილის გუნდი ალავესს უმასპინძლებს, ხოლო გიორგი წიტაიშვილის რაიო „სანტიაგო ბერნაბეუზე“ რეალს ესტუმრება.

გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი კი, საკუთარ მოედანზე 2:3 დეპორტივოსთან დამარცხდა და ისევ მოუგებლადაა.

ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში არ იყო და საქმეში 62-ე წუთზე ჩაერთო. მაშინ ანგარიში 1:1 იყო და ვილიარეალი მალევე დაწინაურდა კიდეც, მაგრამ ბოლოს ორი გაუშვა და…

ვილიარეალმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, მხოლოდ ორი ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა. ჟორჟის გუნდი მომდევნო ტურში ბეტისს უმასპინძლებს.

მანამდე ლა ლიგაში სხვა ქართველებსაც აქვთ სათამაშო: 6 სექტემბერს გიორგი ქოჩორაშვილის სევილია ესპანიოლს ესტუმრება, ხოლო 7 სექტემბერს საბა საზონოვის ხეტაფე შინ სელტას დაუხვდება.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები