გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ქართველი ლეგიონერების სამი წაგება ევროლიგაში

გააზიარეთ

დაიწყო ევროლიგის ახალი სეზონი და სამივე ქართველის გუნდმა პირველი ტურის მატჩები წააგო.

თორნიკე შენგელია ბარსელონასთან ერთად ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას ესტუმრა და ისრაელის ჰაპოელთან ითამაშა. მთელი მატჩს განმავლობაში უპირატესობას ჰაპოელი ფლობდა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც – 103:87.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, 24 წუთი ითამაშა და მატჩი 8 ქულით, 7 მოხსნით, 3 პასითა და 1 დაფარებით დაასრულა. ქართველმა ფორვარდმა ხუთიდან ოთხი ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი კი ააცილა; ბურთი ოთხჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ოთხჯერ დაჯარიმდნენ.

ევროლიგაზე მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 3 ოქტომბერს სტუმრად პანათინაიკოსთან გამართავს.

სწორედ პანათინაიკოსთან დამარცხდა კამარ ბოლდუინის ბაიერნი – 79:87. ჯორჯიელმა ჩვენებურმა მოედანზე სულ 15 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 2 მოხსნა და პასი ჰქონდა, ხოლო პასივში 2 დაკარგვა. კამარმა ოთხიდან ორი სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ორი ორქულიანი ააცილა.

მათე ხატიაშვილის ბასკონიამ შინ 96:102 ოლიმპიაკოსთან წააგო. 16 წლის ქართველი ესპანელებმა ევროლიგის განაცხადში კი შეიყვანეს, მაგრამ სამატჩო განაცხადში არ ყოფილა.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი