გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

შანსს გამოყენება უნდა

გააზიარეთ

ლივერპული რომ მოსამზადებელ შეკრებაზე აზიურ ტურნეში იმყოფება არახალი ამბავია. მერსისაიდელები 30 ივლისს ამხანაგურად იაპონურ იაკოჰომას დაუპირისპირდებიან და გიორგი მამარდაშვილსაც მორიგი შანსი მიეცემა.

საქართველოს ნაკრების ძირითადმა კიპერმა პრესეზონში ინგლისური გრანდის რიგებში სტოკთან, პრესტონთან და მილანთან სამ ამხანაგურ მატჩში თითო-თითო ტაიმი ითამაშა და უნდა ვაღიაროთ, რომ დამაჯერებელ მოქმედებებთან  ერთად იყო შეცდომებიც, თუმცა ეს ფეხბურთის თანმდევი ნაწილია.

იაპონურ კლუბთან დაპირისპირება ქართველი მეკარისთვის დამატებით მნიშვნელობას იმითაც იძენს, რომ დიდი ალბათობით მას არა 45 წუთი, არამედ მოედანზე სრულად ყოფნის საშუალება მიეცემა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ლივერპულელთა მთავარი მეკარე ალისონ ბეკერი პირადი მიზეზების გამო აზიური შეკრებიდან ინგლისში დაბრუნდა. ბრაზილიელი გუნდს უკვე ინგლისში შეუერთდება, როდესაც ახალი სეზონისთვის მზადების მეორე ეტაპი დაიწყება.

ამრიგად, გიორგი მამარდაშვილს იდეალური შესაძლებლობა ექნება ლივერპულელთა სამწვრთნელო შტაბს და გულშემატკივრებს თავი კარგი თამაშით დაამახსოვროს. ასეთ შანსს გამოყენება უნდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი