გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

შარი ჰაკიმის თავს

გააზიარეთ

გართობა მოუნდა და მაგარ შარში კი გაეხვა. ჯერ ტაქსი გამოუძახა, სახლში მიიპატიჟა, ცხადია გემრიელობები და ალკოჰოლიც დაახვედრა, შემდეგ კი საწოლში შეტყუებაც დაუპირა.

აშრაფ ჰაკიმიზე მოგახსენებთ. პსჟ-ს მაროკოელ ფეხბურთელს 15 წლით პატიმრობა ემუქრება. ქალმა ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელს ბრალი ძალადობაში დასდო. ზემოხსენებული ამბავი 2023 წელს მოხდა და ჰაკიმის სტუმარმა მანდილოსანმაც მაშინვე იჩივლა, სადაც განაცხადა რომ გაუპატიურებას ბეწვზე გადაურჩა.

ცხადია, აშრაფ ჰაკიმის მიმართ საპოლიციო ზედამხედველობა ამოქმედდა, ამჟამად კი საქმის მასალები უკვე მოსამართლის ხელშია.

ჰაკიმი დღე-დღეზე ბრალის წაყენების მოლოდინშია. ბუნებრივია, თავად ფეხბურთელი ყველაფერს ტყუილს უწოდებს და რაიმე სახის ძალადობას კატეგორიულად გამორიცხავს.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი