გამოგვიწერეთ

სხვა...

შეგვაჩვიეთ და ნუ გადაგვაჩვევთ – სკოპიე უჰიმნოდ დავასრულეთ

გააზიარეთ

პირველად 2009 წლის შემდეგ, ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაცია ოქროს მედლის გარეშე დარჩა.

16 წლის წინ, ფინეთის ქალაქ ტამპერეში ნორჩმა ქართველმა სპორტსმენებმა 3 მედალი, ორი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაო მოიპოვეს. იქიდან მოყოლებული აღნიშნული სპორტული ფორუმიდან უმაღლესი სინჯის მედლის გარეშე არასოდეს დავბრუნებულვართ. 2015 წელს ფესტივალს სულაც შინაურ კედლებში, თბილისში ვუმასპინძლეთ და საქართველოს ჰიმნიც ოთხჯერ აჟღერდა.

ცხადია, არიან ქვეყნები, რომელთათვისაც ოქროს ვინ დაეძებს თუნდაც ერთი მედალიც სანატრელია ხოლმე, თუმცა არა ჩვენთვის.  გასაგებია რომ სპორტია, ხდება და კიდევ არაერთხელ მოხდება ასეთი ამბები. ასაკობრივი შეჯიბრებები იქეთ იყო და უმაღლესი რანგის ტურნირებზე კაშკაშა ვარსკვლავებიც კი გაწბილებულან, მაგრამ ამით თავს ნამდვილად ვერ ვინუგეშებთ.

სკოპიეს ახალგაზრდული ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალიდან ოქროს მედალს, მითუფრო ძიუდოისტების შემადგენლობიდან გამომდინარე ნამდვილად ველოდით და არა გვგონია  მიუხედავად ჯამში მოპოვებული 7 მედლისა შედეგები ერთმნიშვნელოვნად დადებითად ჩაითვალოს.

ისე კი, ტურნირის დასკვნით საშეჯიბრო დღეს მერვე მედალთანაც ახლოს ვიყავით. ძიუდოისტების შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ლიეტუვის და უკრაინის დამაჯერებლად ძლევის შემდეგ ჩვენი კიმონოისტები ნახევარფინალში სერბებთან დამარცხდნენ, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ფრანგებთანაც ვერას გახდნენ.

მოკლედ, სკოპიე 2025-ის ვერცხლის მედალოსნები გახდნენ ძიუდოისტები ვასილ გამეზარდაშვილი და გიორგი ზურაბიშვილი, ასევე ტაეკვანდოისტი ნიკა ღოღობერიძე, ხოლო ბრინჯაოს მედლები მხოლოდ ძიუდოისტებმა საბა ბოლქვაძემ, ვახტანგ ჭიაბერაშვილმა, გიორგი მუმლაძემ და იოანე აბალაკმა მოიპოვეს.

რაც შეეხება საერთოდ გუნდურ ჩათვლას, აქ საქართველოს დელეგაცია 7 მედლით ოდენ 36-ე ადგილს დასჯერდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად სხვა...