გამოგვიწერეთ

სხვა...

სოკ-ი რუსეთზე არ ჩქარობს

გააზიარეთ

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ივნისიდან რომ ახალი პრეზიდენტი ჰყავს ადრე უკვე გამცნეთ. აქვე იმასაც დავძენთ, რომ კირსტი ქოვენთრი ოლიმპიზმის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია.

ჰოდა, ზიმბაბველმა ფუნქციონერმა ქალბატონმა ფრანგულ L’Equipe-თან საუბარში მოკლე კომენტარი 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენების დაშვების ფორმებზე გააკეთა:

„ეს საკმაოდ ფაქიზი თემაა და არ გვინდა ავჩქარდეთ. გადაწყვეტილებას დეკემბერში მივიღებთ, მანამდე კი კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. არ არის გამორიცხული იგივე პრინციპით ვიმოქმედოთ, როგორც ეს პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე იყო“ – აღნიშნა სოკ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, პარიზის ოლიმპიადაზე რუსი ათლეტები არა საკუთარი ქვეყნის, არამედ სოკ-ის დროში ქვეშ ასპარეზობდნენ.

რაც შეეხება 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ის 6-22 თებერვალს იტალიაში, კერძოდ მილანსა და კორტინა დამპეცოში გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად სხვა...