გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შერმადინი ტენერიფეს 11 ქულით შეეწია

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლამდე გიორგი შერმადინმა ესპანეთის ლიგა ენდესას მერვე ტურში ითამაშა. ჩვენებურის ტენერიფემ სტუმრად სარაგოსას 84:76 მოუგო.

შერმადინმა პარკეტზე 19 წუთი  და გუნდს 11 ქულით, 1 მოხსნითა და 2 დაფარებით შეეწია. გიორგიმ ექვსიდან ოთხი ორქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო.

ტენერიფე რვა ტურის შემდეგ ექვსი მოგებით და ორი წაგებით მეხუთე ადგილზეა. მომდევნო ტურში კი, უკვე სანაკრებო ფანჯრის შემდეგ, 7 დეკემბერს, მადრიდის რეალს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, შერმადინი 27 ნოემბერს, უკრაინისთან, ქართველ გულშემატკივრებს დარბაზში დაემშვიდობება, ხოლო 30 ნოემბერს, ესპანეთთან ბოლო სანაკრებო მატჩს ითამაშებს. შერმადინს აქამდე საქართველოს ნაკრების მაისური 200-ჯერ მოურგია.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი