გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საკალათბურთო ლეგიონის ამბები

გააზიარეთ

ესპანეთის ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას ბარსელონამ გრან კანარია სტუმრად 72:61 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი ჩვენებურმა შეიტანა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 22 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. თოკომ ხუთიდან სამი ორქულიანი, ორიდან ერთი სამქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. თითქოს არცთუ გასაოცარი მაჩვენებელია, მაგრამ შენგელია მატჩის MVP გახდა.

გადავინაცვლოთ ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში, სადაც დუდა სანაძის პალმერი მელილიასთან სტუმრად 76:90 დამარცხდა.

წაგების მიუხედავად, ორივე გუნდში საუკეთესო ქართველი მსროლელი იყო – 19 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა.

კიდევ უფრო ქვედა, ტერსერა დივიზიონში თამაშობს ბასკონიას სარეზერვო გუნდი, სადაც მათე ხატიაშვილი თამაშობს. ახალგაზრდა ბასკონიელებმა სტუმრად ფილიპენსეს მოუგე – 96:83.

ხატიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 30 წუთში გუნდს 16 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოუტანა.

სამივე ეს კალათბურთელი საქართველოს ნაკრებს შეუერთდება. ხატიაშვილი და სანაძე მალევე, ხოლო შენგელია მატჩის დღეს.

ამავე დივიზიონში თამაშობს 20 წლის უკანახაზელი გეგა წულაია, რომლის სანტანდერმა დე ზამორას სტუმრად 101:81 მოუგო.

წულაიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 38 წუთი დაჰყო. მის ანგარიშზე 25 ქულა, 2 მოხსნა და 8 პასია.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი