გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

შეუჩერებელნი

გააზიარეთ

დედამიწის ზურგზე ბევრი გუნდი გეგულებათ ორი ფეხბურთელის გაძევების მიუხედავად, ცხრა კაცის შემადგენლობით მიუნხენის ბაიერნს მაინც რომ გოლს გაუტანს?

არა მგონია გაგერისკათ და 2025 წლის 5 ივლისამდე რომელიმე დაგესახელებინათ. ახლა კი გადაჭრით და თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ იცით ასეთი გუნდი და ის პარი სენ-ჟერმენია.

დიახ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/4 ფინალში, ფრანგულმა გრანდმა მიუნხენურს 2:0 აჯობა და მეორე გოლი სწორედ მოედანზე ცხრა კაცით მყოფებმა გაიტანეს. მსაჯის მიერ დამატებულ დროში, როდესაც რეკორდმაისტერი გაშმაგებული ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, სწრაფი კონტრშეტევა გამოეპარათ და უსმან დემბელემ ბრყინვალე გოლით პარიზელთა ნახევარფინალში გასვლა ოფიციალურად გააფორმა.

ანგარიში კი 78-წუთზე დეზირე დუემ გახსნა, რასაც მალევე პარიზელთაგან ვილიან პაჩოს გაძევება მოჰყვა. სწორედ  ამიტომ შეიქნა იძულებული ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელია მცველით ჩაენაცვლებინა, თორემ დიდი ალბათობით ქართველი ვარსკვლავი მატჩს ბოლომდე ჩაამთავრებდა. 92-ე წუთზე კი პარიზული გუნდი ლუკას ჰერნანდესმაც დააღალატა და პსჟ-ც თითქოს გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა, თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ტრიუმფატორებისთვის ყველაფერი იდეალურად დასრულდა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი