გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ინტერესი თურქული კლუბებისგან

გააზიარეთ

ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის ვახო ბედოშვილის მიმართ ინტერესს თურქული კლუბები იჩენენ. 21 წლის მარჯვენა ფლანგის შემტევი ამჟამად იჯარის წესით საგარეჯოს გარეჯში თამაშობს, თუმცა მისი ტრანსფერული უფლებები მესამე ლიგაში მყოფ საფეხბურთო კლუბ ორბს ეკუთვნის.

E-tablo.ge-ს ინფორმაციით, ორბის ხელმძღვანელობამ უკვე მიიღო ოფიციალური შეთავაზებები რამდენიმე თურქული კლუბისგან – საუბარია სუპერლიგაში მყოფ სამსუნსპორსა და ეიუფსპორზე, რომლებიც ახალგაზრდებში ინვესტირების სტრატეგიას აქტიურად აგრძელებენ.

თურქული მედიის ცნობით სამსუნსპორმა რომელიც სულ მალე უეფას ევროპა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება, სატრანსფერო გეგმაში ქართული ფეხბურთის ნიჭიერი წარმომადგენელი, ვახო ბედოშვილი შეიყვანა.

შესაძლო ტრანსფერის დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შეგახსენებთ, რომ ბედოშვილი ორბში გასულ სეზონში გამოირჩეოდა და მის პროგრესს ქართველი სპეციალისტები დიდი ყურადღებით აკვირდებიან.

ვახტანგ ბედოშვილი ახლახანს სლოვაკეთში დასრულებულ 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზეც იმყოფებოდა და პორტუგალისთან მატჩში შეცვლაზე შემოვიდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები