გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

შთამბეჭდავი ყაზაიშვილი

გააზიარეთ

ევროპიდან ჯერ ამერიკის MLS-ში, შემდეგ სამხრეთ კორეაში გადაბარგებულმა, ამჟამად კი ჩინეთის ჩემპიონატში მყოფმა ქართველმა ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა.

ჩინეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში, შანდონგ ტაიშანმა, რომლის ღირსებასაც ჩვენებური ფეხბურთელი იცავს შინაურ არენაზე მეუზა ჰაკას უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ჰეთთრიქი სწორედ ვაკო ყაზაიშვილმა შეასრულა. მან სამივე შემთხვევაში მეტოქის კარი მეორე ტაიმში აიღო და რა გასაკვირია, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც სრულიად დამსახურებულად დასახელდა.

ვაკო ყაზაიშვილის გუნდი 18 ტურის შემდეგ 28 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება და მომდევნო მატჩს 2 აგვისტოს სტუმრად ჩენგდუს წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, 32 წლის ყაზაიშვილს საქართველოს ეროვნული გუნდის მაისური 62 მატჩში მოურგია და მის ანგარიშზე 13 გატანილი გოლია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ფეხბურთი