გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

სიმონსი ჩელსის მაგივრად ტოტენჰემში გადავიდა

გააზიარეთ

თითქოს ყველაფერი სხვანაირად უნდა მომხდარიყო, მაგრამ ხავი სიმონსი კარიერას ლონდონის ტოტენჰემში გააგრძელებს!

ნიდერლანდელი ნახევარმცველის ყიდვა ლონდონის ჩელსის სურდა. ლონდონელებს დიდი ხანია, სიმონსთან კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული ჰქონდათ, თუმცა ლაიპციგთან ვერ ახერხებდნენ შეთანხმებას, ამასობაში კი საქმეში ტოტენჰემი ჩაერთო.

როგორც ირკვევა, სიმონსის სანაცვლოდ გერმანული გუნდი ტოტენჰემისგან 60 მილიონს მიიღებს. ხავიმ ტოტენჰემში უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება.

რაც შეეხება კონტრაქტის დეტალებს, სიმონსმა ტოტენჰემთან კონტრაქტი 2030-წლამდე გააფორმა, რომელიც პოტენციურად 2032 წლამდე გაგრძელდება. ტოტენჰემი სიმონსს დღეს წარადგენს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები