გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ფენერბახჩემ მოურინიო გაათავისუფლა

გააზიარეთ

ფენერბახჩეში ჟოზე მოურინიოს მოღვაწეობა არც თუ ისე წარმატებულად შეიძლება შეფასდეს, ყველაფერი კი ლოგიკურ დასასრულამდე, ჟოზეს გათავისუფლებამდე მივიდა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა სტამბოლური გუნდი გასულ წელს ჩაიბარა, რის შემდეგაც ფენერბახჩეს ვერც თურქეთის ჩემპიონატი მოაგებინა და ვერც ევროპა ლიგაზე მიაღწია ხელშესახებ წარმატებას.

ფენერბახჩეს ხელმძღვანელობისთვის საბოლოო წერტილი წლევანდელი საკვალიფიკაციო ეტაპი გახდა, როცა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ფენერბახჩე ლისაბონის ბენფიკასთან 0:1 დამარცხდა.

ამას ემატებოდა ისიც, რომ ჟოზესა და ფენერის ხელმძღვანელობა არც თუ ისე მეგობრული ურთიერთობით გამოირჩეოდა. ამის მიზეზი თურქული კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა იყო, რომელიც მთავარ კონკურენტ გალათასარაისთან შედარებით ნამდვილად მოიკოჭლებს.

ჯერჯერობით, “განსაკუთრებულის” შემცვლელის ვინაობა უცნობია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები