გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

ჩემპიონი ისევ ინგლისია!

გააზიარეთ

ბრატისლავაში გამართული ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალი ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონებმა დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში გერმანელ თანატოლებს დამატებით დროში სძლიეს და ტიტული წარმატებით დაიცვეს.

შეხვედრა ინგლისელებისთვის იდეალურად დაიწყო. უკვე მე-5 წუთზე ანგარიში ჰარვი ელიოტმა გახსნა, რასაც მალევე ომარი ჰატჩინსონის გოლი მოჰყვა, მან ჯეიმს მაკეიტის გადაცემა ეფექტურად დააგვირგვინა და ინგლისმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.

პირველი ტაიმის მიწურულს გერმანელებმა ერთ-ერთ იერიშზე მაინც მოახერხეს გოლის გატანა, ნელსონ ვაიპერმა ზუსტი თავური დარტყმით სხვაობა შეამცირა. მეორე ტაიმში ანტონიო დი სალვოს გუნდი სრული ძალებით შეტევაზე გადავიდა და 61-ე წუთზე პაულ ნებელმა ანგარიში გაათანაბრა.

გერმანელებს გამარჯვების მოპოვების შანსიც ჰქონდათ – დამატებული დროის ბოლო წამებზე ნებლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც გადამწყვეტი როლი ინგლისის შეცვლაზე შემოსულმა ფორვარდმა ჯონათან როუმ ითამაშა. მარსელის ფეხბურთელმა 92-ე წუთზე თავური დარტყმით გადამწყვეტი გოლი გაიტანა და თავისი გუნდი ევროპის ჩემპიონად აქცია.

ტურნირი ისტორიაში 25-ედ ჩატარდა. ინგლისმა ტიტული მეოთხედ მოიგო და ზედიზედ მეორე ტურნირზე გახდა ჩემპიონი.

შემდეგი ჩემპიონატი 2027 წელს ალბანეთსა და სერბეთში გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები