გამოგვიწერეთ

ნაკრები

აიადან ნაკრებში

გააზიარეთ

ბორჯღალოსნები ზაფხულის ტესტებისთვის ემზადებიან.  საქართველოს რაგბის ნაკრებს დიდი მატჩები ელის. რიჩარდ ქოქრილის გუნდი 5 ივლისს ირლანდიას უმასპიძლებს, შემდეგ 12 ივლისს სამხრეთ აფრიკაში ჩიტასს, ხოლო – 19 ივლისს სამხრეთ აფრიკის ნაკრებს შეხვდება.

ჩვენი ინფორმაციით, ინგლისელმა სპეციალისტმა ზაფხულის ტესტების გადართოებულ განაცხადში ქუთაისის აიას  ფულბეკს, ოთარ მეტრეველს უხმო. მეტრეველი აიას სარაგბო სკოლის აღზრდილია და შარშან მშობლიურ კლუბთან ერთად ქვეყნის ჩემპიონიც გახდა, წელს ვერცხლის მედალი მოიპოვა. ასევე, წელს პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზის, შავი ლომის შოტლანდიურ ტურნეზე ითამაშა.

მეტრეველმა გასულ წელს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა და ტურნირის საუკეთესო შემტევთა სამეულში მოხვდა. მან მეტოქის მცველები 20-ჯერ გააბითურა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები