გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ჩემს სუნიან თავზეც შემოჯდება მწერიო – “პსჟ”-ს ფინალის შემდეგ

გააზიარეთ

 

იტირეს, იტირეს და შეეჩვივნენ… რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა! – ფიოდორ დოსტოევსკის ეს სიტყვები პსჟ-ს წაგებას ყველაზე ნაკლებად ეხება. პირიქით, ეს გუნდი მოგებას შეეჩვია და თითქოს სადღაც დიდი გამოფხიზლება სჭირდებოდა – სატრანსფერო ბაზრის წინ და მომავლის გეგმების გაანალიზებამდე. ოღონდ, მანამდე დასვენება უნდათ ამ ბიჭებს, დასვენება!

გაგონილა? ერთი, ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მოიგო და ამოსუნთქვის გარეშე მეორეზე გადაეწყო? აი, ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რომ გაიმარჯვოს და ორ კვირაში რაღაც სხვა ტურნირზე ჩაგრთონ.

ადამიანი ადამიანია, მას ემოციები აქვს, ფიზიკურადაც იღლება. იცით, შაბათ-კვირას დაღლას ყველაზე მეტად რატომ ვგრძნობთ? თავს უფლებას ვაძლევთ, მოვეშვათ. ლუის ენრიკეს გუნდმა თავს ამის უფლება ნანატრი ტრიუმფის მერეც ვერ მისცა.

“ვაპრავებთ”? ვის? რას? ამ გუნდმა ისეთი სახელი დატოვა, პარიზელები ვერასდროს დაივიწყებენ, როგორც ნეაპოლელებს მუდამ ემახსოვრებათ “კვარას” მიერ დაბრუნებული დიდება.

ახლა ბიჭები ცოტას ამოისუნთქავენ. ამოისუნთქავენ, თორემ ვერც ამ სტრიქონის ავტორ აფთონივით წიგნებში გადაეშვებიან და ადრევე დაქორწინებულები არც იამალის მსგავსად აპირებენ ფართი მოაწყონ. ეს ფეხბურთელები ისევ იმაზე იფიქრებენ, მომავალ სეზონში ვინ როგორ “გადაყლაპონ”. ამ მენტალობის გამოა, პსჟ-ს მიმართ მსოფლიოში დამოკიდებულება რომ შეცვალეს.

ისე, “ჩემს სუნიან თავზეც შემოჯდება მწერიო” – ისეა, ამ “ჩელსის” საქმე. შეიძლება, არასდროს ელოდონ და დიდი ტიტული სულ მაშინ მოიგო? შეიძლება, სულ ზღვარგადასულ სიხისტესა და პროვოკაციასთან ასოცირდებოდე?!

ზაფხულია, დასვენების დრო, ახლა ამის წაკითხვა გვეყოფა, ერთ თვეში, ევროპის სუპერთასის შემდეგ მეტი ვთქვათ!..

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები