გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ცნობილია – რამდენს იხდის ლივერპული ვირცის სანაცვლოდ

გააზიარეთ

ფლორიან ვირცის ლივერპულში ტრანსფერი ბოლო ეტაპზე გადავიდა – ფეხბურთელთან შეთანხმების შემდგომ მერსისაიდული გრანდი ბაიერ ლევერკუზენთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ლივერპული ტრანსფერის დახურვას ჩქარობს და ამიტომაც გერმანულ გუნდს პირველი შეთავაზებით უკვე მიმართა – გუნდი ვირცის სანაცვლოდ 100 მლნ ევრო+ ბონუსებს იხდის.

ჯერჯერობით, ლევერკუზენის მხრიდან შეთავაზებაზე პასუხი უცნობია, თუმცა შეთანხმება თითქმის გარდაუვალია, რადგან ვირცმა გუნდს შეატყობინა, რომ თამაში მხოლოდ ლივერპულში სურს.

არნე სლოტის გუნდმა ფლორიანის სანაცვლოდ ბრძოლაში მანჩესტერ სიტი და მიუნხენის ბაიერნი დაამარცხა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები