გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ცნობილია – რატომ გაუშვა პსჟ-მ დონარუმა

გააზიარეთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი პსჟ-ს მხრიდან ჯანლუიჯი დონარუმას მანჩესტერ სიტიში გაყიდვა იყო.

ტრანსფერის მიზეზი პარიზული გუნდის ხელმძღვანელობისა და იტალიელი კიპერის უთანხმოება იყო, რაზეც პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა, ლუის კამპოსმა უფრო დეტალურად ისაუბრა:

“პსჟ-ს მთავარი ღირებულება ისაა, რომ კლუბი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი ფეხბურთელი. პსჟ ხელფასს მაშინ ზრდის, როცა ფეხბურთელი ამას დაიმსახურებს. დონარუმას შემთხვევაში იყო მოლაპარაკებები, თუმცა იძულებულნი ვიყავით, გვეფიქრა მისი გაშვების ვარიანტზეც.

სახელფასო პოლიტიკა ყველა ფეხბურთელს თანაბრად ეხება, პსჟ თავის სტაბილურობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს ინდივიდების გამო. ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ წარმატებული წარსული არ კმარა – ესაა გუნდის მიდგომა”, – განაცხადა მან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები