გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მუსელიანმა ჰოლანდი და სუარესი ჩამოიტოვა

გააზიარეთ

ანალიტიკურმა პლატფორმამ Sofascore-მ გამოაქვეყნა სტატისტიკური ჩამონათვალი, სადაც შესული იყვნენ ფეხბურთელები, რომლებსაც მინიმუმ შვიდი საგოლე მოქმედება ჰქონდათ ერთი მატჩის ფარგლებში.

პრივილეგირებულ სიაში არიან ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ერლინგ ჰოლანდი, ლუის სუარესი… სიაში მოხვდა ქართველი ფორვარდიც – 25 წლის ზურაბ მუსელიანი.

მუსელიანი დღეს კვიპროსულ პარალიმნიში თამაშობს. 2023 წლის ორ დეკემბერს გაგრას შემადგენლობაში დაუვიწყარ შეხვედრაში იქცა გმირად – შუქურას წინააღმდეგ შვიდი გოლი გაიტანა და თანაგუნდელსაც ერთი საგოლე პასი გაუკეთა. საბოლოოდ მისმა გუნდმა 9:0 გიმარჯვა.

ამ შედეგით ქართველმა ფორვარდმა გადაუსწრო ერლინგ ჰოლანდსაც კი, რომელმაც ნორვეგიის ნაკრებში მოლდოვასთან 11:1 მოგებულ მატჩში ხუთი გოლით და ორი საგოლე გადაცემით გაიბრწყინა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები