გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ცნობილია – რა შემთხვევაში შედგება როდრიგოს სიტიში ტრანსფერი

გააზიარეთ

როდრიგო გოეშის სატრანსფერო საგა მიმდინარე ზაფხულის ერთ-ერთი განხილვადი თემაა. ბრაზილიელ გარემარბს ჩაბი ალონსოს ფორმაციის მადრიდის რეალში სათამაშო დროის ნაკლებობა აქვს, რის გამოც წასვლას განიხილავს.

თავდაპირველად, როდრიგოსთვის მებრძოლ გუნდებში პსჟ, ლონდონის არსენალი და მანჩესტერ სიტი ფიგურირებდნენ, თუმცა, დროის გასვლასთან ერთად, როდრიგოს მთავარ მსურველად ეს უკანასკნელი სახელდება.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, გოეშის სიტიში ტრანსფერი ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული და ეს სავინიოს ლონდონის ტოტენჰემში გადასვლაა. სავინიოს ლონდონურ გუნდში გადასვლა სურს, თუმცა ჯერ გუნდებს შორის მოლაპარაკებები შეთანხმებისგან შორსაა.

შესაბამისად, თუ სავინიომ სიტი დატოვა, პეპ გვარდიოლას მისი შემცვლელის ყიდვა მოუწევს და მთავარი კანდიდატურა სწორედ როდრიგოა. საქმე მარტივად არც ამ შემთხვევაში იქნება, რადგან რეალი თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ დიდ თანხას მოითხოვს, რასაც თავად როდრიგოს მხრიდან წამოყენებული მოთხოვნები დაემატება.

ცნობისთვის, სიტი ხავი სიმონსის ყიდვასაც ეცადა, თუმცა ნიდერლანდელ ფეხბურთელს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს და ეს ლონდონის ჩელსია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები