გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მეცში გიორგი წიტაიშვილის ოფიციალური დებიუტი შედგა!

გააზიარეთ

საფრანგეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი მეცისთვის წარუმატებლად დაიწყო. მეცი შინ სტრასბურგს დაუპირისპირდა და 86-ე წუთზე გაშვებული გოლით 0:1 დამარცხდა.

განსაკუთრებული იყო შეხვედრა გიორგი წიტაიშვილისთვის, რომლის საფრანგეთში ოფიციალური დებიუტი შედგა. ის სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა, მოედანზე ბოლომდე დარჩა და ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მოთამაშედაც გამოიყურებოდა. მისი დღევანდელი თამაში 6.8 ქულით შეფასდა.

მეცის განაცხადში კიდევ ერთი ქართველი, გიორგი აბუაშვილი იყო, თუმცა ამჯერად სათამაშო დრო ვერ მიიღო. მიუხედავად ამისა, სეზონის სიგრძის გათვალისწინებით, დიდი შანსია, რომ 22 წლის ფეხბურთელი  თავის შესაძლებლობებს მალე წარმოაჩენს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები