გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ცნობილია როდის შედგება მიქაუტაძის დებიუტი ვილიარეალში

გააზიარეთ

გიორგი მიქაუტაძე კარიერას ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელებს და ვილიარეალის ფეხბურთელი გახდება.

ფორვარდი ესპანეთში გაემგზავრა, დღეს კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ფრანგული კლუბი თავდაპირველად ფეხბურთელის გაყიდვას არ განიხილავდა, თუმცა ფინანსურმა პრობლემებმა სხვა გამოსავალი არ დაუტოვა.

ვილიარეალმა სეზონი იდეალურად დაიწყო – გუნდს ორიდან ორი გამარჯვება აქვს, თანაც შვიდი გატანილი და არცერთი გაშვებული ბურთით. მომდევნო ტურში, 31 აგვისტოს კლუბი სელტას შეხვდება, თუმცა ამ შეხვედრაში მიქაუტაძე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ქართველი თავდამსხმელის დებიუტი 14 სექტემბერს, სანაკრებო პაუზის შემდეგ არის დაგეგმილი. ვილიარეალი ამ დღეს ატლეტიკოს დაუპირისპირდება. განსხვავებით ახალი გუნდისგან, დიეგო სიმეონეს კოლექტივმა სტარტი პრობლემებით დაიწყო და ორ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები