გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა, თორემ…

გააზიარეთ

ერთი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ქართული ფილმისა არ იყოს – ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა, თორემ ჩვენც მივყვებოდითო, ზუსტად ეგრეა ლამინ იამალის საქმე.

გეცოდინებათ, 22 სექტემბერს, პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. ჰოდა, ბარსელონას და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავთბიჭუნას საფრანგეთის დედაქალაქში 20 კაცი მიჰყვება. თანმხლებ პირთა უმეტესობა ოჯახის წევრი ან ნათესავია და მათაც იამალის მსგავსად პოპულარული და საქვეყნოდ სახელგანთქმული მოდის სახლი  Dolce & Gabbana ჩააცმევს.

უშანსოდ არისო ლამინ იამალზე ნამდვილად ვერ ვიტყვით და ვნახოთ თუ როგორ დასრულდება დაჯილდოების ცერემონიალი.

ოქროს ბურთის მოგების შემთხვევაში იამალი საფრანგეთის დედაქალაქში გრანდიოზული წვეულების მოწყობას გეგმავს.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ფეხბურთი