გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ხვიჩა კვარაცხელია – ყინული ჩემს ვენებში

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე გოლი გაიტანა და ახალი ჟესტით აღნიშნა. კვარა რომ NBA-ს დიდი გულშემატკივარია ყველამ იცის, ამიტომაც „ლე პარიზიენმა“ უმალ მიაგნო მსგავსებას.

რას ნიშნავს კვარას ახალი ჟესტი? ეს დალას მავერიქსის კალათბურთელის, დანჯელო რასელის ჟესტა – ყინული ჩემს ვენებში.

გემახსოვრებათ, კვარამ ადრეც გამოიყენა NBA-ს კალათბურთელის აღნიშვნა, როდესაც ნაპოლიში ახალმა გადასულმა გოლი სტეფ კარის სტილში აღნიშნა.

პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგას სამ ტურში მოპოვებული ცხრა ქულით ლიდერობს. მომდევნო ტურში ლუის ენრიკეს შეგირდებს პარიზში, 4 ნოემბერს, მიუნხენის ბაიერნი ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები