გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კვარაცხელიამ ლიგაზე გაიბრწყინა

გააზიარეთ

პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში სტუმრად ლევერკუზენს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 7:2 მოუგო. პსჟ-მ ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. მატჩში გამორჩეული იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე პასი მიითვალა.

მატჩის დასაწყისი ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა – პსჟ სწრაფად დაწინაურდა ვილიან პაჩოს გოლით, შემდეგ კი ალექს გრიმალდოს გაცუდებული პენალტი და 31-ე წუთზე რობერტ ანდრიხის გაძევება დაემატა – პსჟ-მ უპირატესობა მიიღო. მალევე ილია ზაბარნის შეცდომის შედეგად ლევერკუზენმა მეორე პენალტი მიიღო, ალეშ გარსიამ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გათანაბრდა.

41-ე წუთზე კვარაცხელიამ დეზირე დუეს გაატანინა, ხოლო რამდენიმე წუთში თავად ხვიჩამ შესანიშნავი გოლი გაიტანა, ბურთი ორივე ძელს მოხვდა და ისე გავიდა. პირველ ტაიმში პსჟ-მ მეოთხეც გაიტანა – დუემ დუბლი შეასრულა.

მეორე ნახევარში გოლები არ შეჩერებულა: ნუნუ მენდეშმა ერთი გოლი გაიტანა, გარსიამ დუბლი შეასრულა, ხოლო უსმან დემბელე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და მეექვსე გოლი შეაგდო. შეხვედრის ბოლო წუთზე ვიტინიამ შორეული დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 7:2.

პარი სენ-ჟერმენს ჯგუფში ცხრა ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას ოთხ ნოემბერს მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები