გამოგვიწერეთ

ნაკრები

ხიზანიშვილი: ეს მხოლოდ მამარდაშვილს არ ეხება

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თურქეთის წინააღმდეგ დამარცხდა. მატჩის შემდეგ ვილი სანიოლის ასისტენტმა ზურა ხიზანიშვილმა კომენტარი გააკეთა.

„მეოთხე მსაჯმა აღნიშნა, რომ სანიოლმა ტექნიკური ზონის ხაზი რამდენჯერმე გადაკვეთაო. ვილის განსაკუთრებული რეაქცია არ ჰქონია, მხოლოდ გაფრთხილება შეიძლებოდა, გასაძევებელი ნამდვილად არაა.

თამაშის მერე კარგად ჩანს, რომ მეხუთე ფეხბურთელიც უნდა შეგვეყვანა. ხუთმცველიანი ტაქტიკის დროს ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ შეტევაში ცოტანი ვიყავით. 4 მცველზე გადასვლა დიდი ხანია გვინდოდა, მაგრამ წაგებული მატჩის შემდეგ ამაზე საუბარი რთულია. მომავალი თამაშებისთვის კი 5 მცველზე დაბრუნებას არ ვგეგმავთ. ასეთი დიდი მატჩების პირველივე წუთებიდან თამაში უნდა ვისწავლოთ. როცა პრაქტიკა არაა, ეს თამაშზე აისახება, და ეს მხოლოდ მამარდაშვილს არ ეხება.

ჩვენი დაცვა ორი სხვადასხვა სტილის მცველს აერთიანებს: ერთი ძალიან გამოცდილი – კაშია, მეორე კი საჰაერო ორთაბრძოლებში ძლიერი – გოგლიჩიძე. ვილის სიტყვებს ვიმეორებ, რომ სამ მცველზე გადასვლას არ ვგეგმავთ.

პირველივე ტაიმში ტაქტიკა შევცვალეთ და 4-3-3-ზე გადავედით, თუმცა შეჩვევა რთულია და დრო სჭირდება. მომავალ მატჩში შემადგენლობა იმის მიხედვით შევარჩევთ, როგორ აღიდგენენ ძალებს ფეხბურთელები“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები