გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გაგნიძე: როდესაც გრანადამ დამირეკა ეს ვუთხარი

გააზიარეთ

22 წლის ქართველი ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. ის მოსკოვის დინამოდან ერთწლიანი იჯარით გრანადას შეუერთდა, რომელიც ლა ლიგა 2-ში ასპარეზობს. ტრანსფერი კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა და ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გაგნიძემ პრეზენტაციის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ესპანეთში თამაშზე დიდი ხნის ოცნება ჰქონდა:

„აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. როცა გრანადამ ინტერესი გამოხატა, დიდხანს აღარ მიფიქრია და შეთავაზებას მაშინვე დავთანხმდი. ბავშვობიდან ვადევნებ თვალს ესპანურ ფეხბურთს და ყოველთვის მსურდა ამ ქვეყანაში თამაში. თავს კარგად ვგრძნობ როგორც ექვსი, ისე ათიანის პოზიციაზე, რადგან ბურთთან ერთად ყოფნა და თამაშის წარმართვა მიყვარს.

ფეხბურთი გუნდური სპორტია და არა ერთი ადამიანის თამაში. გულშემატკივარს ვპირდები, რომ მოედანზე ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარო. მთავარი ამოცანაა ლა ლიგაში დაბრუნება. უკვე მოუთმენლად ველი, როდის შევძლებ დებიუტს. მთავარი მწვრთნელიც შევხვდი, ვისაუბრეთ ტაქტიკაზე და ჩემს როლზე, თუმცა დეტალებზე სჯობს არ ვისაუბრო, რადგან ეს გუნდის შიდა საქმეა,“ – თქვა გაგნიძემ.

გრანადას ახალ სეზონში ჯერ გამარჯვება არ აქვს – სამ ტურში გუნდმა გამარჯვება ვერ მოიპოვა და შემდეგ შეხვედრას 6 სექტემბერს მალაგასთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ლუკა გაგნიძემ დინამოში 55 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. მისი კარიერა ასევე დაკავშირებულია დინამო თბილისთან, ურალთან, კრილია სოვეტოვთან და პოლონურ რაკუვთან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები