გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

იბერიას შანსი

გააზიარეთ

რა შანსები აქვს იბერიას რომელიმე ევროტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრის?

თბილისის იბერია 1999-მა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვანთან შინ, 0:2 წააგო.

თუ სასწაული მოხდა და იბერიამ ეს ბარიერი გადალახა მაშინ დიდი ალბათობით შვედეთის ჩემპიონ მიალბიუს შეხვდება.
სკანდინავიელებმა გიბრალტარის კლუბ ლინკოლნს 3:0 სძლიეს.

თუ იბერიამ სლოვანთან ორრაუნდიანი ბრძოლა დათმო, და, სავარაუდოდ ასეც იქნება, მაშინ ევროპა ლიგაზე დაქვეითება.
იქ კი სერბულ ცრვენა ზვეზდასა და ჩრდილოეთ ირლანდიურ კლუბ ლარნეს შორის დამარცხებულს დაუპირისპირდება.
წარმატების შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონი ევროპა ლიგის ფლეი ოფში ითამაშებს. ფლეი ოფში დამარცხებული კი, ავტომატურად ჯდება რანგით დაბალ კონფერენს ლიგის ძირითად ბადეში.

თუ იბერია ვერც ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა, მაშინ კონფერენს ლიგის ფლეი ოფში გადაინაცვლებს და ძირითად ბადეში მოსახვედრად მხოლოდ გამარჯვება დასჭირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები