გამოგვიწერეთ

ჭადრაკი

პროექტი “უჯარიმოდ” და ქართველები მედლებს აგროვებენ

გააზიარეთ

იტალიის კუნძულ სარდინიაზე დასრულდა საერთაშორისო ტურნირი – Sardinia World Chess Festival 2026 Open B (Under 2000), სადაც წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა.

9 შესაძლებლობიდან  7,5 ქულით ტურნირის გამარჯვებული შოთა ხოდაშნელი (1 917) გახდა, რომელიც ტურნირზე განთესილი მე-19 ნომრად იყო. ხოდაშნელმა რეიტინგი 57 პუნქტით მოიმატა.

7-7 ქულა დააგროვეს თორნიკე წერეთელმა (1 876), ზურაბ გონგლიაშვილმა (1 998) და ბრიტანელმა ტომ ლეამ (1 963). უკეთესი კოეფიციენტით ადგილებიც ამ თანმიმდევრობით განაწილდა. ვერცხლის მედალოსანი წერეთელი ტურნირზე 38-ედ იყო განთესილი და რეიტინგი 58 პუნქტით მოიმატა. ბრინჯაოს მედალოსანი გონგლიაშვილი კი, პირველ ნომრად იყო განთესილი. ზურამ რეიტინგი 22,5 პუნქტით მოიმატა და მომავალში უკვე 2 000-იანებში ითამაშებს.

ამავე დივიზიონში 5,5 ქულით 21-ე ადგილზე გავიდა გიორგი ჯავახაძე (1 918);

C დივიზიონში მეორე ადგილი აიღო ლუკა ნაცაურმა.

A დივიზიონში თამაშობდა ნოდარ ლორთქიფანიძე (2 363), ვინც 5.5 ქულით 36-ე ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირზე დიდოსტატის ნორმა შეასრულა 12 წლის არგეტინელმა ფაუსტინო ორომ და ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი გახდა.

ისიც ვთქვათ, რომ ქართველები ტურნირზე გიორგი ჯავახაძის იუთუბ პროექტ „უჯარიმოდ“-ის ინიციატივით გაემგზავრნენ. ამ წამოწყების ფარგლებში, უკვე არაერთმა ყოფილმა მოჭადრაკემ გადაწყვიტა კარიერის განახლება. სარდინიაზე მეოთხე ტურნირში მიიღეს მონაწილეობა და უკვე მოპოვეს ხუთი ჩემპიონობა (სამი კლასიკურში; თითო ბლიცსა და რაპიდში) და ამდენივე საპრიზო ადგილი. ამ ტურნირის შესახებ „უჯარიმოდ“-ის ვიდეო ბლოგიც მზადაა და მისი ნახვა იუთუბზე შეგეძლებათ.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ჭადრაკი