გამოგვიწერეთ

ჭადრაკი

ნინო ბაციაშვილი ევროპის ჩემპიონია

გააზიარეთ

მონტე კარლოში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში და კონტინენტის ჩემპიონი ნინო ბაციაშვილი გახდა.

პირველი დღის (5 ტური) შემდეგ ბაციაშვილს 3.5 ქულა ჰქონდა და ლიდერთა შორის არ იყო, მაგრამ მეორე დღეს ექვსიდან ხუთი პარტია მოიგო, ხოლო ერთი ყაიმით ითამაშა და ალექსანდრა კოსტენიუკთან ერთად 9-9 ქულა დააგროვა. თუმცა, ჩვენებურმა შვეიცარიელს იმით აჯობა, რომ ბოლო ტურში უშუალოდ მოუგო. ბაციაშვილმა ტურნირი წაუგებლად დაასრულა – შვიდი მოგება და ოთხი ყაიმი.

მესამე ადგილზეც ქართველი გავიდა – სოფიო გვეტაძე. ბრინჯაოს მედალოსანმა ექვსი პარტია მოიგო, ოთხი ყაიმით დაასრულა, ხოლო ერთი წააგო.

შეგახსენებთ, სწრაფ ჭადრაკამდე ევროპის ჩემპიონატი ბლიც-ჭადრაკშიც გაიმართა, სადაც ბელა ხოტენაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ჭადრაკი