
დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის.
ვაჟებში შესანიშნავად იასპარეზა ქართული ჭადრაკის ლიდერმა ბაადურ ჯობავამ, რომელმაც საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიპოვა. გამოცდილმა დიდოსტატმა დამაჯერებელი და შემოქმედებითი თამაშით პირველობა ალალად დაიმსახურა.
სტაბილური და საიმედო თამაშით, ამასთან წაუგებლად იასპარეზა თორნიკე სანიკიძემ, ვინაც მეორე ადგილი დაიკავა. ტურნირის განმავლობაში თორნიკემ მაღალი კლასი და კონკურენტუნარიანობა დაადასტურა.
მესამე ადგილზე გასვლით ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა ლუკა კილაძემ. ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ თამამი, ენერგიული და გააზრებული თამაშით მოახერხა საპრიზო სამეულში მოხვედრა. აღსანიშნავია, რომ ლუკამ საერთაშორისო ოსტატის ნორმაც შეასრულა, რაც კარიერისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა: ბაადურ ჯობავა (6 ქულა); თორნიკე სანიკიძე (5,5); ლუკა კილაძე (5); მერაბ გაგუნაშვილი (4,5); კონსტანტინე შანავა (4,5); ნიკოლოზ კაჭარავა (4,5); ლუკა პაიჭაძე (4); ნოე თუთისანი (4); გიგა ყუფარაძე (4); ირაკლი ახვლედიანი (3);
ქალთა შორის ტურნირზე დამაჯერებელი და სტაბილური თამაშით, ერთი ტურით ადრე, ჩემპიონობა ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა სწრაფ ჭადრაკში, ნინო ბაციაშვილმა მოიპოვა. მთელი ჩემპიონატის განმავლობაში მისი უპირატესობა აშკარა იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა.
დაძაბული გამოდგა ბრძოლა საპრიზო სამეულის ადგილებისთვის. კონკურენცია ბოლო ტურებამდე არ განელებულა. საბოლოოდ, II–III ადგილები საქართველოს ნაკრების წევრებმა – ლელა ჯავახიშვილმა და მერი არაბიძემ გაინაწილეს.
ჩემპიონატი წარმატებული აღმოჩნდა ახალგაზრდა მოჭადრაკეებისთვის: მარიამ ცეცხლაძემ და დიანა ლომაიამ საერთაშორისო ოსტატის ნორმა შეასრულეს.
საბოლოო შედეგები: ნინო ბაციაშვილი (7,5 ქულა); ლელა ჯავახიშვილი (5,5); მერი არაბიძე (5,5); სოფიკო ხუხაშვილი (5); ბელა ხოტენაშვილი (5); დიანა ლომაია (4); მარიამ ცეცხლაძე (4); კესარია მგელაძე (3,5); ანასტასია კირთაძე (3); ინგა ხურცილავა (2).
ვაჟთა და ქალთა შორის საპრიზო სამეულში გასულმა მოჭადრაკეებმა სოლიდურ ფულად პრიზთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის საგზურებიც მოიპოვეს.
იხილე მეტი
-
ქართული ფეხბურთი
/ 12 საათის agoევროტურნირებამდე სუპერთასი გაიმართება
გააზიარეთსლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2026 წლის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები 27 ივნისს გაიმართება. სუპერთასისთვის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 12 საათის agoმამუკელაშვილი ტორონტოს დატოვებასთან ახლოს არის
გააზიარეთცნობილი ინსაიდერის, მაკლ სკოტოს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი ტორონტო რეპტორსის დატოვებასთან ახლოს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
საქართველოს ჩემპიონატი
/ 13 საათის agoლიდერის ფრე და ბათუმელთა გამარჯვება
გააზიარეთსანაკრებო პაუზით გამოწვეული შესვენების შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. მე-17 ტური სენსაციურად კი დაიწყო…...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი