გამოგვიწერეთ

ჭადრაკი

ბელა ხოტენაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

გააზიარეთ

მონტე კარლოში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ბლიც-ჭადრაკში, სადაც ბელა ხოტენაშვილი მეორე ადგილს დასჯერდა.

არადა, ჩვენებური ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს იყო. ბელას ბოლო ტურში უშუალო კონკურენტთან ყაიმიც ჰყოფნიდა, მაგრამ ნიდერლანდელ ელინ როებერსთან შავი ფიგურებით წააგო. საბოლოოდ, ორივე მოჭადრაკემ თანაბარი ქულები (10-10) დააგროვეს, ნიდერლანდელი კი ჩემპიონი სწორედ ურთიერთშეხვედრის წყალობით გახდა.

9.5 ქულით მესამე-მეექვსე ადგილები გაიყო ნინო ბაციაშვილმა, დამატებითი მაჩვენებლებით კი მეხუთე ადგილზე დარჩა. მერი არაბიძემ 9.0 ქულით მე-10 შედეგი აჩვენა.

მონტე კარლოში ევროპის ჩემპიონატი დღეიდან უკვე სწრაფ ჭადრაკში დაიწყება და ქართველი გოგონები ძალებს იქ მოსინჯავენ.

ხოტენაშვილის, ბაციაშვილისა და არაბიძის გარდა მონტე კარლოში ლელა ჯავახიშვილი, ქეთი წაწალაშვილი, ინგა ჭარხალაშვილი, ანასტასია კირთაძე, სოფიო გვეტაძე და კესარია მგელაძე ითამაშებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ჭადრაკი