გამოგვიწერეთ

ჭადრაკი

საჭადრაკო ოლიმპიადა უმედლოდ დავასრულეთ

გააზიარეთ

სამარყანდში დასრულდა 46-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, რომლის ბოლო ნაწილი ქართველებისთვის კარგი ნამდვილად ვერ გამოდგა.

საქართთველოს ქალთა ნაკრებმა მედლებისთვის ბრძოლის შანსი, ფაქტობრივად, მერვე ტურში დაკარგა, როდესაც ტურნირზე ერთადერთი მარცხი განიცადა და ჩინეთთან 1,5:2,5 დამარცხდა; მერე იყო საბერძნეთთან 2:2, ინგლისთან – 2,5:1,5 და ინდოეთთან 2:2.

საბოლოოდ, მეორე განთესვის საქართველო ექვსი მოგებით, ოთხი ყაიმითა და ერთი მარცხით მერვე ადგილზე გავიდა. ჩემპიონი ჩინეთი (20 ქულა) გახდა; მეორე იყო ყაზახეთი (18); მესამე – ინდოეთი (17);

პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძე 15 საუკეთესოშიც ვერ მოხვდა; ნინო ბაციაშვილმა მეორე დაფაზე მე-12 შედეგი აჩვენა; მესამე დაფაზე ბელა ხოტენაშვილი მესამე იყო; მეოთხე დაფაზე ლელა ჯავახიშვილი მე-10 იყო და ასეთივე შედეგი დააფიქსირა სათადარიგო მერი არაბიძემ;

29-ე განთესვის კაცთან ნაკრები კი, ექვსი მოგებით, ორი ყაიმითა და სამი მარცხით 28-ე ადგილზე გავიდა. ჩვენებმა ბოლო ტურებში კოსტა რიკას 3:1 აჯობეს და თითქოს მედლის შანსიც გაჩნდა, მაგრამ უკრაინასთან 1,5:2,5 დამარცხდნენ, რის შემდეგ ინდონეზიასთან (3,5:0,5) მოგება მედლისთვის სამყოფი აღარ იყო და ბოლო ტურში ესპანეთთან 1:3 წააგეს.

აქ უზბეკეთმა (20) იჩემპიონა; მეორე და მესამე ადგილები ინდოეთმა (18) და გერმანიამ (18) დაიკავეს.

კაცებიდან 15-ში მხოლოდ სათადარიგო ლუკა პაიჭაძე (მეშვიდე ადგილი) მოხვდა.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ჭადრაკი