გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

18 პოზიციით წინ – ცნობილია რომელ ადგილს იკავებს ბასილაშვილი ATP რეიტინგში

გააზიარეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2025 წლის უიმბლდონის ტურნირი წარმატებით დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი შეხვედრა მოიგო და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.

მთავარ ბადეში ბასილაშვილი უკვე დიდ სენსაციად იქცა – პირველ წრეში მან მსოფლიოს მე-7 ჩოგანი, იტალიელი ლორენცო მუზეტი ოთხ სეტში (6:2, 4:6, 7:5, 6:1) დაამარცხა და ტურნირის მეორე ეტაპზე, 1/32-ფინალში გავიდა.

შედეგიანმა გამოსვლამ პოზიტიურად აისახა ნიკოლოზის რეიტინგზეც – ATP-ის ლაივ რეიტინგში ის 18 საფეხურით წინ წაიწია და 126-ე ადგილიდან 108-ეზე გადაინაცვლა. ქართველი სპორტსმენი საერთო ჯამში +78 ქულას დაეუფლა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი